weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2017 წლის 9 თვეში საქართველოს 5 822 835 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

15:44 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017
ფოტოზე გიორგი ჩოგოვაძე ფოტოზე გიორგი ჩოგოვაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს 763 729 სართაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2017 წლის 9 თვეში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 28.8%-ით და 2 783 594 შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]